LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდვითარება

თუ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს: კულუმბეგოვი

"3-ათასიანი ნიშნული, ძალიან სერიოზულია, მაგრამ წინა ტალღებთან შედარებით, მთავარი საპირწონე არის ის, რომ გვაქვს უზარმაზარი და უძლიერესი ძალის ინტერვენციის საშუალება, რასაც ვაქცინაცია ჰქვია" - ამბობს იმუნოლოგი.

პედიატრიულ საწოლებზე მოთხოვდა დაბალანსდა, საბედნიეროდ, შემთხვევების უდიდესი ნაწილი მსუბუქი სიმძიმისაა: გაბუნია

"დაემატა ჰოსპიტალური საწოლები პედიატრიული შემთხვევების მართვისთვის. ამ ეტაპზე სიტუაცია არის სრულად მართული ამ კუთხით", - ამბობს გაბუნია.

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ახლა გავდივართ პიკს, რომელიც შეიძლება 2 კვირა გაგრძელდეს: გამყრელიძე

"კულტურის წესად უნდა იქცეს, რომ ნებისმიერი თავშეყრის ადგილზე მივიდეს ორჯერადად აცრილი ადამიანი. პირბადეზე უკეთესი დამცველი საშუალება დღეს არ არის" - თქვა გამყრელიძემ.

ბოლო პერიოდში დატვირთვამ მოიმატა, მობილიზებულია 6000-მდე საწოლი, თუმცა, უკვე დაგეგმილია საწოლფონდის გაზრდა, სულ მცირე 7000 საწოლამდე: გაბუნია

"განსაკუთრებით საყურადღებოა თბილისში საწოლფონდის გაზრდის აუცილებლობა" - აცხადებს თამარ გაბუნია.

საწოლფონდთან დაკავშირებული რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯერობით აქვს: გამყრელიძე

გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან, შესაბამისად გამყრელიძის თქმით, მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება.