LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2024

„სადებიუტო მატჩი ვეცადეთ ჩვენი გულშემატკივრებისთის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ. ახლა ყველაზე მთავარია შეცდომები გავაანალიზოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ ჩეხეთთან თამაშისთვის“ – გიორგი ქოჩორაშვილის მიმართვა გულშემატკივრებს

„სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ვეცადეთ ჩვენი გულშემატკივრებისთის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ“ - ამის შესახებ გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გუშინდელი მატჩიდან ფოტოებს ავრცელებს.

„ეს შედეგი თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობაა, ვინც ათრია, შეურაცხყოფა მიაყენა, გული ატკინა ჩვენს ფეხბურთელებს“ – ხათუნა ჟორდანია

„იმის მაგივრად, რომ მოვუფრთხილდეთ, ხელისგულზე ვატაროთ, ჩვენი ნიჭიერი სპორტსმენები, გამუდმებულ ფსიქოლოგიურ ტერორში გვყავს  - „რატომ არ გამოხატა აზრი?“ „არ დააფიქსირა სწორი პოზიცია“, „არ ამოიღო ხმა”, „ნწ, ნწ ვის უჭერს მხარს?“ და ა. შ“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანია წერს და საქართველო-თურქეთის გუშინდელ მატჩს ეხმაურება.

„ტრაპეცია დროშის გაშლაზე ცრემლები წამოვიდა, მერე ჰიმნზეც… გოლზე – არ ვიცი რა ჰქვია მაგ ემოციას“ – ზურაბ ჯაფარიძე

„ძალიან მაგარი თამაში იყო, დიდხანს რომ გაგვყვება და გვალაპარაკებს ისეთი“ - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძე“ სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველო-თურქეთის გუშინდელ მატჩს ეხმაურება.