LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2024

„თქვენ აალაპარაკეთ მთელი მსოფლიო! თქვენ ამაყად გვატარეთ, მთელი ეს პერიოდი გერმანიის ქალაქებში! თქვენ ჩვენ გაგვაერთიანეთ! მადლობა“ – რას წერენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ეროვნულ ნაკრებზე

ეროვნული ნაკრების გუშინდელ თავგანწირულ ბრძოლას გამარჯვებისთვის არაერთი ცნობილი სახე ეხმაურება. საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეროვნულმა ნაკრებმა თავისი შემართებით და პროფესიონალიზმით- ისტორია დაწერა

„ღამის 3 საათია და თბილისში სიგნალების ხმა ისმის, წაგების ასე ღირსეულად მიღება რაღაც უცხოა, თავაწეული, დროშა-შემოხვეული ბიჭები და გოგონები დადიან ქუჩებში.. გერმანიიდან რომ მოვფრინავდი, ვფიქრობდი, ნეტავ ახლა სხვა ქართველები გამოფრინდნენ, უგულშემატკივროდ არ დატოვონ ნაკრები მეთქი, დღეს კიოლნში ისეთი ატმოსფერო იყო, ბიჭებს ალბათ თავი დინამო არენაზე ეგონათ“ – სპორტული კომენტატორი ანდრო ხელაძე

„ჰიმნი პროგრამა მინიმუმია, ჰიმნს ყველა მღერის, მღერის ისე როგორც შეუძლია, ბოლო ხმაზე, მთელი სხეულით. სტადიონზე დავდივართ საქომაგოდ და იქიდან რომ ვბრუნდებით, თუ ისევ გვაქვს ხმა, თავს დამნაშავედ ვგრძნობთ“.

მატჩის დღეს გიორგი ჩაკვეტაძეს ტემპერატურამ აუწია, თუმცა სპეციალური სამედიცინო მედიკამენტებით ჩაკვემ 1/8 ფინალი ითამაშა

„გიორგი ჩაკვეტაძემ გუშინ ესპანეთთან სიცხის დამწევით ითამაშა“ - ამის შესახებ Geo Team სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა იმიტომ, რომ ჩვენ პატარები გვიყურებენ და იმ თვალებით, რითაც გვიყურებენ, აუცილებლად წინ წავალთ“ – გიორგი ქოჩორაშვილი

„ვიცით, რამხელა ტურნირზეც ვთამაშობთ. აქამდე მოვედით იმ შრომით, იმ თავდადებით, იმ ტალანტით, რაც ჩვენ გვაქვს…“ - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა.