LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი

გერმანიის ელჩი: „თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიც ევროკავშირია, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი“

„საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ“ - თქვა პეტერ ფიშერმა.

შალვა პაპუაშვილი: „მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს, ქუჩაში ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის“

„პოლარიზაცია უცხოეთმა მოგვახვია თავს, მათი „კანვასური“ თუ „იუესაიდური“ პროპაგანდა, სიძულვილი თუ დაკანონებული ძალადობა ლამისაა მთლიანად ევროკავშირთან გაიგივდეს“ - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: „მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლისთვის – საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია“

პაპუაშვილის განცხადებითვე, „სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით“.