LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის დახმარება

ქართველი ხალხი ისჯება იმიტომ, რომ „ქართული ოცნება” არის უპირო მხარე: ბადრი ჯაფარიძე

„ეს არ არის მხოლოდ 300 მლნ ლარის ზიანი, რაც ქვეყანამ მიიღო. ეს არის გარესამყაროსგან სიგნალი, რომ ამ ქვეყანაში რაღაც ცუდი ხდება“, - აცხადებს ჯაფარიძე.

კომენტარი, რომ არ სჭირდებათ ევროკავშირისგან 75 მილიონი, პირდაპირი განაცხადია იმის თაობაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო მიჰყავს საერთაშორისო იზოლაციისკენ: ანა ნაცვლიშვილი

მისივე თქმით, „ოცნების“ საგარეო ორიენტირის მაჩვენებელი ბელარუსის „კგბ“-სთან დადებული შეთანხმებაა, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ შეიტყო.

საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი: ევროკავშირის წარმომადგენლობა

მათივე ცნობით, 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში და ეს თანხები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღებას უნდა მოხმარებოდა.