LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარები

პაპუაშვილი: ევროპარლამენტარების ნაწილის მიზანია დასაჯონ ივანიშვილი – სამწუხაროა, როცა ხედავ, რომ არის პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელიც ობიექტურ ინტერესებს სააკაშვილთან მეგობრობას ამჯობინებს

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპარლამენტში გუშინდელი დებატები თავისი არსით დაცლილი იყო ევროპისგან, რადგან ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

ევროპარლამენტარი: საქართველოს ხელისუფლებამ ჰუმანურობა უნდა აჩვენოს, თუ სააკაშვილს რამე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება

„არ შეიძლება ისე უმკურნალო ადამიანს, როგორც მიხეილ სააკაშვილს ექცევიან, ეს არაადამიანური და არაცივილურია“ - აცხადებს პეტრას აუსტრევიჩუსი.

ქადაგიშვილი: ევროპარლამენტარების ზოგიერთ ჯგუფს არ აქვს შეკითხვა – საიდან აქვს ეს ფული კეზერაშვილს? ამ ნაძარცვი ფულით შექმნილი კაპიტალის განაწილებაზეა ახლა საუბარი ენმ-ში

„მუდმივად იძახდნენ რიგგარეშე არჩევნებს და ეს რიგგარეშე არჩევნები პარტიის შიგნით დაუდგათ, ის პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, რაც ქვეყნისთვის ჰქონდათ შეთავაზებული,  პარტიის შიგნით დაუდგათ“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პაპუაშვილი: ევროპარლამენტი არაა ის სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს საქართველოს წინსვლას

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით უფრო მნიშვნელოვანი ევროკომისიის შეფასებებია, ვიდრე ევროპარლამენტარების.

ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშში მომზადებული ცვლილებებით, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას  სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებისკენ, ხოლო გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებენ 

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ასევე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეტანილ ტექსტშია მითითებული, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყოფილ პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს.