ევროპის დღესთან და ბოლო პერიოდში ევროპაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ „რონდელის ფონდის“ უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა.
ევროპარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ „24 თებერვალს რუსეთის მიერ წამოწყებულმა შუა საუკუნეების მსგავსმა აგრესიამ მსოფლიო შეცვალა“.