LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს რეზოლუცია

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ვიდრე ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი

სამხარაძის განცხადებითვე, რეზოლუციაში არ არის ასახული ის განვითარება, რომელიც საქართველოს ბოლო 12 თვეში ჰქონდა. 

კახა კალაძე ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებაზე: „ეს იყო ღირსეული ნაბიჯი… ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ – ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი“

„არავის მიეცემა საშუალება, ჩვენი სამშობლო სხვადასხვა მიზეზით და მიზნებით აშანტაჟოს და შეურაცხყოფა მიაყენოს... ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“ - ამბობს კახა კალაძე.

სალომე ზურაბიშვილი: „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა“

134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.

„ლგბტ პროპაგანდის კანონი რატომ არაა დათქმებში? ანუ, აღარ გჭირდებათ ხომ ეგ ადამიანები? ტრენდული აღარაა ხომ? ფარისევლები“ – ნინო ნადირაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე

29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

„ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს – რეზოლუციის მოკლე შინაარსია – ცეცხლი ოლიგარქიას“ – ნიკა გვარამია

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს, პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება.