LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფემიციდი

„ეს ის შემთხვევაა, რომ არ გავალ სათათბიროდ“ – საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების მხარის პოზიციას დაეთანხმა.

„ჩემნაირი დედებისთვის რამე სასჯელი არ არსებობს? მეც რომ ჩამსვან ციხეში, ჩემი ხელით მოვკალი შვილი“ – რას წერს „საფარის“ იურისტი

ჩემთანაც გამოქცეულა ბევრჯერ, რამდენჯერმე თვალიც ჰქონდა ჩალურჯებული, მე კი ვეუბნებოდი, რომ უნდა მოეთმინა და ოჯახი არ უნდა დაენგრია

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ერთადერთი გამოსავალია ქალებმა აუცილებლად დატოვონ ქმარი და განქორწინდნენ, თუ ის მოძალადეა

ხშირად საეკლესიო პირები და ახლობლები უჩიჩინებენ ქალებს, რომ განქორწინება ცოდვაა. სინამდვილეში კი ნაძალადევი ოჯახია ცოდვა და უბედურება, - წერს დეკანოზი.

16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა – პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინა

როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.