საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქისგან შეიძინა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის პროდუქცია, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ სამაცივრე საწყობში ინახავდა და ეტაპობრივად საკუთარ ხორცის მაღაზიაში გადაჰქონდა გაყიდვის მიზნით“ - აცხადებენ უწყებაში.