ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს
როგორც სასამართლოში განგვიმარტეს, 500 ლარიანი ჯარიმით ბიზნესმენი მარიხუანას შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნაწილში დაჯარიმდა.
დაცვის მხარის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ და აცხადებენ, რომ პროკურატურას უსაფუძვლო ბრალდება აქვს წარდგენილი.
„უახლოეს მომავალში, ნათელი მოეფინება შექმნილ გაუგებრობას, ყველაზე მყარი კედლები ნასროლი ქვებით შენდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
თურქ ბიზნესმენს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარედგინა.