განათლების სამინისტრო: გალსა და ახალგორში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა უკიდურესად მიუღებელია
"ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობისთვის" - აცხადებენ სამინისტროში.
