LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე

კალიურანდი: ბუნებრივია, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, მმართველ პარტიას, რადგან ისინი არიან ხელისუფლებაში და აქვთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა

„რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, აქ ისევ პირველ პუნქტს უნდა დავუბრუნდეთ. შეწყვიტეთ პოლარიზაცია, გაერთიანდით, იმსჯელეთ საქართველოს მომავალზე, დააყენეთ თქვენი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ და დაიწყეთ თანამშრომლობა.“– განაცხადა მარინა კალიურანდმა.

კალაძე EU-ს გადაწყვეტილებაზე: პირდაპირ შეიძლება თქმა, რომ ქვეყნის დასჯაა, რომ სტატუსი არ მოგვცეს

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მართლა ყველაფერი გააკეთა და ერთ-ერთი გატარებული რეფორმებით მოწინავე ქვეყანაა.

გადაწყვეტილების სამუშაო ვერსია: საბჭო მზადაა, პრიორიტეტის შესრულების შემდეგ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს – რას წერს რიკარდ იოზვიაკი

ევროპული საბჭოს ბოლო სამუშაო ვერსიის თანახმად: „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ასევე აცხადებს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება".

კარლ ჰარცელი: რაც გუშინ ვნახე, ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო

როგორც ელჩმა აღნიშნა, ის, რაც გუშინ მოისმინა, იყო ქართველი ხალხის სურვილი, საქართველომ გამოიყენოს მომენტი და ხელიდან არ გაუშვას შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა მისცა.

პრემიერი უკრაინისთვის EU-ს სტატუსზე: „ეს არის წახალისება, ბონუსი“

ღარიბაშვილის თქმით, მოლდოვა უკრაინის ახლო მეზობელია და  განხილვა დამსახურების მიხედვით თუ მოხდებოდა, პირველ რიგში ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი საქართველომ უნდა მიიღოს.