LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განცხადება

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს: აცრაზე უარის შემთხვევაში, მიზეზის დაფიქსირება მოითხოვეთ წერილობით

"ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვაქცინაზე მისულ პირს ექიმი გარკვეული მიზეზების გამო, უარს ეუბნება აცრაზე და ზოგიერთ საეჭვო შემთხვევაში, აღნიშნული უარი არ შეესაბამება არსებულ პროტოკოლს" - ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მოვუწოდებთ მთავრობას და საკოორდინაციო საბჭოს, საქართველოში მცხოვრებ უსაბუთო მიგრანტებს ვაქცინაციის შესაძლებლობა მიეცეთ: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

"ვაქცინაციის შესაძლებლობა მიეცეთ საქართველოში კანონიერად მყოფ იმ უცხოელებს, რომლებმაც უახლოეს წარსულში ობიექტური მიზეზებით გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი" - აღნიშნულია მიმართვაში.

სალომე ზურაბიშვილისგან დღემდე არ მოგვისმენია კრიტიკული შეფასება – “სტრატეგია აღმაშენებელი” განმარტავს, რატომ ამბობს უარს პრეზიდენტთან შეხვედრაზე

"ველოდებით პრეზიდენტისგან ამ საკითხზე კრიტიკულ შეფასებებს, მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ მასთან შეხვედრის შესაძლებლობას" - წერია პარტიის განცხადებაში.

თუ “ქართული ოცნება” შეეცდება თავი აარიდოს სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, პარლამენტს დავტოვებთ: “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”

"პარლამენტის დატოვების მზაობა ახლავე თუ არ გამოვაცხადეთ, საზოგადოების ნაწილში არ იქნება სათანადო მოტივაცია და დასავლელი პარტნიორების ნაწილმაც შეიძლება ჩათვალოს, რომ საბოლოოდ ოცნებას მაინც თავისას გავატანინებთ" - წერია მიმართვაში.

ეს სტანდარტული პროცედურაა და არ ეხება უშუალოდ სამაუწყებლო კომპანიას: შემოსავლების სამსახური “მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო კონტროლის ღონისძიებაზე

"ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული განცხადება, სამწუხაროდ, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას" - წერია განცხადებაში.