LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განცხადება

ახალ პირობაზე დათანხმება-არ დათანხმების გაჟღერება, ერთიანი ოპოზიციური შეთანხმებიდან გადახვევაა: გოგორიშვილი

''საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ერთიანად მოხდება და 51 ადამიანის პოზიცია, რომელთაც დაწერილი აქვთ განცხადება პარლამენტიდან გასვლის შესახებ, ერთიანი იქნება''. - ხათუნა გოგორიშვილი

საქართველოში უკრაინის ელჩის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულება არ აქვს: უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილის განცხადებაზე

"ბრალმდებელის ემოციის გარდა, განცხადებას არანაირი მტკიცებულება არ აქვს. უკრაინული დიპლომატია ამაზე დროს არ დაკარგავს" - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

”ქართული ოცნება” შეეშვას კლოუნადას, კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია: თარხნიშვილი მდინარაძეს ეხმაურება

''ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ ფუნდამენტალურ ცვლილებებს, რომლებიც ახალ არჩევნებს გულისხმობს''. - ლევან თარხნიშვილი

კანონპროექტის შინაარსი სრულად ვერ ეხმიანება ჰუმანური, ადამიანის უფლებებზე მორგებული ნარკოპოლიტიკის პრინციპებს: EMC-ის მიმართვა

ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების, დარგის ექსპერტებისა და ნარკოტიკის მომხმარებელთა თემის წარმომადგენლების ადეკვატური ჩართულობა პროცესში.

რუსეთის მიერ დაქირავებული მებრძოლების საქართველოში შესაძლო ყოფნის შესახებ ინფორმაციის მტკიცებითი ფორმით გავრცელება, ემსახურება ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას: სუსი

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სრულად ფლობს ინფორმაციას მსგავსი ტიპის აქტივობებთან და საფრთხეებთან დაკავშირებით და ატარებს შესაბამის პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს." - სუსი