LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარევაჭრობა

“მეც გარემოვაჭრე გავხდი” – სოლიდარობის ნიშნად, ლაშა ჩხარტიშვილმა გორში დახლი გაშალა

"კეთილი ინებონ, აქ დაადგინონ წესები, რომლის ფარგლებშიც გარემოვაჭრეებს შიმშილისთვის კი არ გაწირავენ, არამედ ნორმალური წესების ფარგლებში, საშუალებას მისცემენ, ოჯახები არჩინონ" - აცხადებს ჩხარტიშვილი.

„მოსახლეობა შეწუხებულია, ჩაბინძურებულია ყველაფერი…“ – გორში გარემოვაჭრეების პროტესტის მე-3 დღეს მერის მოაგილე მივიდა

გორში, გარემოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას ცდილობენ, თუმცა ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც მოვაჭრეებს საქმიანობის საშუალებას არ აძლევს.

„საფულეში 1 ლარი მიგდია, ცოდო არ ვარ? თუ რაღაც დამემართა ყველამ პასუხი უნდა აგოს, ჩემი შვილები იმათ შეინახონ“ – გორში აქციაზე გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა

"მეორადები დამაქვს, რომ 1 ლარი და 50 თეთრი დამრჩეს, აგვყარეს და ზემოთ ბაზრობაზე, თავიანთი ბაზარი რომ არის, უნდათ რომ ხალხი იქ შეიყვანონ, რომ თვითონ დაძღნენ... იქ ვინ მოვა, მამაჩემი თუ დედაჩემი? მე აქ უნდა ვიდგე" - აცხადებს გარემოვაჭრე.

“მიხარია აქ დგომა? კანი მეწვის… ყინვაში, თოვლში, აქ ვზივარ მთელი დღე” – შიდამოვაჭრეები სადგურის მოედანზე გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ

შიდამოვაჭრეები მერიას აძლევენ 48 საათს, რათა გარევაჭრობა აიკრძალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბაზრობის თანამშრომლები ამბობენ, რომ გზას გადაკეტავენ.

კალაძე: რაც დღეს მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება, კატეგორიულად მიუღებელია, ყველაფერი მოწესრიგდება

კალაძის თქმით, ამჯერად მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს და გარე მოვაჭრეები გადაყვანილი არიან ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე.