LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეგა გეგეშიძე

გეგა გეგეშიძემ სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულება დატოვა

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულება დატოვა. მას დაწესებულებასთან ახლობლები და მოჭიდავეები დახვდნენ. გეგეშიძემ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

გეგა გეგეშიძე სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ, გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

თბილისის საქალაქო სასამართლო გეგა გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000- ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართ