LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია დვალი

გია დვალი: საქართველოს ხელისუფლება თავისი საქციელით ცალსახად ბოროტების მხარესაა… საერთოდ სიზმარში მგონია თავი, ბუჩაში რომ არ მიდიან

ამ მთავრობას ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვს, თუ შენ რაღაც განსხვავებული აზრი გაქვს ან თუნდაც კითხვა დასვი - ან საერთოდ, არ გაგცემენ პასუხს ან მიგაკუთვინებენ იმ რაღაც "ომის პარტიას", - განაცხადა ფიზიკოსმა.

გია დვალი: ომის რიტორიკა უნდა შეწყდეს, იმის მუდმივი გამეორება, რომ ვიღაცა ჯგუფს ომი უნდა, რომ ვიღაც აუცილებლად “ნაციონალების” მხარდამჭერია, საზოგადოებაში  პოლარიზაციას იწვევს – დღეს, ყველაზე მეტად ერთიანობა გვჭირდება

„ჩვენ, მოქალაქეები მთავრობებს შანსს ვაძლევთ და თუ ვთვლით, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ არასწორად (პროცესი) წარმართა, შემდეგ ჩვენი ვალია, კორექტირება შევიტანოთ, ამიტომ ამაში საწყენი არაფერია, ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში.“ – განაცხადა გია დვალმა.