LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ახობაძე

„დაკავების მომენტში, მარცხენა ჯიბეში ჩამიდეს ნარკოტიკი, ვიგრძენი ჩადება, მერე გადამიყვანეს რამდენიმე მეტრით ხესთან, ხელები ამაწევინეს და იქ დაიწყეს ოფიციალური ჩხრეკა“ – აქციის მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე

ახობაძის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე განმარტავს, რომ ამოღებულ ნივთიერებაზე ექსპერტიზის დასკვნა მისთვის უცნობია, თუმცა გამომძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალს სავარაუდოდ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაზე წაუყენებენ.