LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ის სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ 2025 წლის 24 ივნისს ცნო

გიორგი ვაშაძე ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს

„კარგია ე.წ. არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ფორმატი, თუმცა არ არის საკმარისი“ - აღნიშნულია გიორგი ვაშაძის წერილში, რომელიც მისი „ფეისბუკის“ გვერდზე ვრცელდება.

გიორგი ვაშაძე: „ევროპარლამენტის რეზოლუციამაც დაადასტურა, რომ უწყვეტ წინააღმდეგობას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა სამწუხარო ფაქტია, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში არ მონაწილეობაზე ვერ შევთანხმდით“

„ჩვენი მიზანი მოძალადე რეჟიმის ცვლილებაა და არა ერთმანეთის განადგურება. ჩვენი მთავარი ბრძოლა საერთო მტერთან უნდა იყოს. საზოგადოება ამ დაპირისპირებას ხედავს და კარგავს იმედს, რომ ოპოზიცია რეალურად წარმოადგენს ძლიერ ალტერნატივას“ - აღნიშნულია ვაშაძის წერილში.

გიორგი ვაშაძე: „ჩვენი პატიმრობა არაფერია, მტკიცედ ვართ, მაგრამ ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა, ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას… ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის“

„ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები“ - წერს გიორგი ვაშაძე წერილში.