LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლობალური უსაფრთხოება

პრემიერი: ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, სტატუსის მინიჭება ან არმინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ეს სტრატეგიული და ასევე მორალური თემაა

"ეს არის ისტორიული მომენტი. ახლა უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია, რამდენად დადგება ევროპა მოკავშირეების გვერდით თანამოაზრე ქვეყნებთან. ეს გახლავთ ძალიან სერიოზული და გამოწვევებით სავსე დრო" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა: რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი, ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები იყო.

პრემიერი: საქართველოს შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა

"ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

რუსეთის დუმის სპიკერი: დღეს ვაშინგტონი ჰგავს სპილოს ჭურჭლის მაღაზიაში – ის ანადგურებს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას

„შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მსოფლიოში სამხედრო და სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა“, - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.