LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია

„კონგრესში გამოსვლა ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, ზოგადად, ყველაფერი ამ თემის ნაწილია, თორემ როგორ შეიძლება გინდოდეს, რომ საკუთარი ქვეყანა და მისი ხელმძღვანელობა დასანქცირდეს“ – იაგო ხვიჩია

„საქართველომ, დიდი ხანია, მოახერხა ყველაფრის ქოც-ნაცურ დაპირისპირებად ქცევა. უკრაინის ომის საკითხი ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, კონგრესში გამოსვლა ქოც-ნაცური დაპირისპირების ნაწილია, ზოგადად, ყველაფერი ამ თემის ნაწილია, თორემ როგორ შეიძლება, გინდოდეს, რომ საკუთარი ქვეყანა და მისი ხელმძღვანელობა დასანქცირდეს“ – აღნიშნული განცხადებით შეაფასა პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული მოსმენა.

იაგო ხვიჩია – ცოტა მიკვირს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რწმენა კიდევ აქვს შერჩენილი „ენჯეო“ სექტორს

გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

„აზრზე მომსვლელი აქამდე მოვიდოდა აზრზე – მცირე შანსს ვტოვებ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს გონება გაუნათდეთ – მოლოდინი მაქვს, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, პარლამენტიდან ღალატის ხმები გამოდიოდეს“ – იაგო ხვიჩია

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.

„ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება… ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არ მოწერის“ – იაგო ხვიჩია პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“

„ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, გახდეს ეს დოკუმენტი უკეთესი. თუ ჩვენი მოსაზრებები იქნება შესაბამისობაში სხვების მოსაზრებებთან ან პრეზიდენტის მოსაზრებებთან, არც ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არ მოწერის“ - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიაზე“ საუბრისას განაცხადა.

„ხალხზეა დამოკიდებული იხსნას საკუთარი ქვეყანა ან შემოდგომაზე ყველანი დავსხდეთ თვითმფრინავებზე და წავიდეთ სხვა ქვეყანაში…“ – იაგო ხვიჩია

„საქმე ძალიან მარტივად არის. ამ წუთას აშშ-ს და დასავლეთს რუსეთზე, ჩინეთზე და ირანზე ვცვლით, ჩვენი მეგობრები კი ცდილობენ, გამოგვაფხიზლონ”