„ვინც მაშინ ყველას უშვერი სიტყვებით გვაგინებდა, გურამ კაშიას სოლიდარობას რომ ვუცხადებდით, დღეს ეროვნული ნაკრების და მისი კაპიტნის წარმატებას ტაშს უკრავს…რა კარგი რამეა არქივი“ – რა ისტორიას იხსენებს ინგა გრიგოლია გურამ კაშიას შესახებ
„ეს ის სურათია, წლების წინ, აქციებს რომ უწყობდნენ კაპიტანს და არანორმალურად ლანძღავდნენ, ჩემს სწორ პოზიციას რომ გამახსენებს მუდამ მიხარია“ - ამის შესახებ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს და წლების წინ გადაღებულ თავის ფოტოს ავრცელებს, სადაც ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას გამოსახულებით მაისური აქვს მორგებული.
