“სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინდელ უხვ ნალექს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია, იგივე მდგომარეობა გვაქვს” – ირაკლი ბენდელიანი მეწყრულ ზონაზე
დღეს, დილით დამატებით მოხდა გეოდეზისტების მიერ კონკრეტული ნიშნულების აღება.
დღეს, დილით დამატებით მოხდა გეოდეზისტების მიერ კონკრეტული ნიშნულების აღება.
ბენდელიანის განცხადებით, ის სამუშაოები რაც ბოლო დღეების განმავლობაში მეწყერსაშიშ ზონაში ჩატარდა გერმანელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს.
"ვიდეომონიტორინგით განხორციელებული დაკვირვების შედეგად, გვაქვს კარგი ინფორმაცია - უშუალოდ მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილებები არ შეინიშნება" - თბილისის მერის მოადგილე.
"იმ შემთხვევაში, თუკი ეს საფრთხე იარსებებს, ყველა საჭირო პრევენციული ზომა დაუყოვნებლივ იქნება მიღებული. რაც მთავარია, ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან მუდმივი, უწყვეტი კომუნიკაცია გვაქვს."
"ეს არის სპეციალური მონიტორინგის სისტემა, რომელიც აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში".