LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ITB Berlin 2023

“არა რუსულ კანონს!!!” – ITB Berlin 2023-ის მონაწილეები თბილისში მიმდინარე პროტესტს უერთდებიან 

ITB Berlin 2023-ის მონაწილეები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მხარდაჭერას უცხადებენ.

“მქონდა პატივი, ბერლინში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ვყოფილიყავი მასპინძელი” – ღარობაშვილი ITB Berlin-ზე 

"ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე გამოვკვეთე ტურიზმის ჰაბად საქართველოს ფორმირების პოტენციალიც. საქართველოს მდიდარ კულტურასა და ბუნებას ბევრის შეთავაზება შეუძლია მსოფლიოსთვის", - წერს პრემიერი.

“უბრალოდ: ვაუ!.. გაოგნებულები ვართ! აღმოაჩინეთ საქართველოს უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა” – ITB berlin

"აღმოაჩინეთ საქართველოს უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავ პავილიონში ITB Berlin-ზე", - აღნიშნულია ITB Berlin-ის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

“ამ მნიშვნელოვანი სტატუსის მოპოვება შესაძლებელი გახდა საჯარო და კერძო სექტორების ეფექტიანი თანამშრომლობით” – დავითაშვილი ITB Berlin 2023-ზე

"ეს არ იყო რიგითი გადაწყვეტილება ანუ საქართველოს რიგითობით კი არ მოუწია მასპინძლობის სტატუსის მიღება, არამედ ეს არის როგორც „აითიბი ბერლინთან,“ ისე საერთაშორისო ტურისტულ საზოგადოებასთან სანდო და საიმედო პარტნიორობის შედეგი".

“საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენა, შესანიშნავი არჩევანი იყო” – ITB Berlin 2023 დღეს იწყება

გერმანიაში, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება.