LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯარის ბანაკი“

„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს

„ჯარის ბანაკის“ ახალი ნაკადი ერთი კვირის მანძილზე პირველად სამედიცინო დახმარებას, თვითგადარჩენას, საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, სამხედრო ნავიგაციასა და სხვა დისციპლინებს შეისწავლის.

„ჯარის ბანაკი“ ოფიციალურად გაიხსნა

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას  საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს ჯარის ბანაკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას.

ირაკლი კობახიძე: „ჯარის ბანაკი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან, ჩვენ თუ დღეს დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო ვართ, ეს, პირველ რიგში, ქართველი ჯარისკაცისა და ქართული ჯარის გმირობის დამსახურებაა“

„35 წლის განმავლობაში, ქართულ ჯარს გადახდა სამი ომი. ეს იყო უთანასწორო ომები, თუმცა სამივე ჯერზე ქართულმა ჯარმა და ქართველმა ჯარისკაცმა აჩვენა გმირობის უმაღლესი მაგალითი“ - თქვა ირაკლი კობახიძემ კოჯორში, ჯარის ბანაკის გახსნაზე.

„ჯარის ბანაკი“ – თავდაცვის სამინისტრო მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

„ჯარის ბანაკი“ ზაფხულში კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მოეწყობა და მასში ჩართვა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ.