LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო უილსონი

„დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას, დემოკრატიას – მჯერა, ის ქართველი ხალხის გვერდით დადგება და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა“ – კონგრესმენი ჯო უილსონი

უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანები, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს.

„საქართველოს ქუჩებში მშვიდობიან პროტესტებს ექსტრემალური ძალადობით დახვდნენ, ამ პასუხს მძაფრი ფორმით ვგმობთ – ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ“ – ჯო უილსონი და სტივ კოენი

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დასაჯონ ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და საკუთარი ლიდერების არჩევის უფლების დარღვევაზე“