ვიდეო: რუსეთმა სარაკეტო დარტყმები ხარკოვის სამ სკოლაზე განახორციელა
"შემზარავი კადრები ხარკოვის სკოლაზე რუსული თავდასხმის შემდეგ. ფანჯრები - ჩამსხვრეული; ხვრელები კედლებში", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციებში.
"შემზარავი კადრები ხარკოვის სკოლაზე რუსული თავდასხმის შემდეგ. ფანჯრები - ჩამსხვრეული; ხვრელები კედლებში", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციებში.
"მათ ამას არავინ აპატიებს, ამას არავინ დაივიწყებს", - აღნიშნულია ტელეგრამზე გავრცელებულ მიმართვაში.
ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ეს არის სამხედრო დანაშაული და გენოციდი.
"ხარკოვი ახლახან მასიურად დაბომბეს. ათობით დაღუპული და ასობით დაჭრილია. ეს საშინელება მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს"
დღეს, რუსული ძალები უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში შევიდნენ.