LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკა „ვივამედი“

„ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება“ – სპეციალური პენიტენციური სამსახური კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, განხორციელებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პატიმართან ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი არ დასტურდება.

ზურაბ ჩხაიძე: „რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ, ხვალაც“

„რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მას აქვს უკვე დანიშნულება მიცემული, ეს დანიშნულება სრულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს, ეს ჩვენ ძალიან გვახარებს.“

„ვივა მედში“ შეყვანილი პატიმრის ადვოკატი: „სასიკვდილოდ არის ნაცემი და ნაწამები, სახის მიდამოებში 37 მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აქვს, აპარატზეა შეერთებული… მოვითხოვთ დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას“

„23 იანვარს შეიყვანეს „ვივა მედში“ ინსულტის ნიშნებით. ვინ და რატომ ცემა, ეს ჩვენთვის უცნობია. არც ერთხელ ციხიდან არ დაურეკავთ არც ჩემთვის და არც ოჯახისთვის, თქვენი შვილი საავადმყოფოშიაო“ - ამბობს ადვოკატი.

იაგო ხვიჩია: „ ვესაუბრე „ვივამედის“ ხელმძღვანელს, მან მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკეთეს და უფრო დიდ ოთახში გადაიყვანეს, სადაც ორის ნაცვლად სამი ოთახი აქვს, თუ არ ვცდები, ტელევიზორიც დღეიდან ექნება“

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ აქვს.