LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდპანდემია

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე დღეს ჟენევის მოლაპარაკებების დროს ისაუბრებენ

მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, სადაც წერია, რომ რუსეთი არის ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოლაპარაკებები პირველად ტარდება.

ქვეყანა კოვიდის მორიგი აფეთქების წინაშე დგას და სჯობს, დროულად გავატაროთ საჭირო ღონისძიებები: მკვლევართა ჯგუფი რეკომენდაციებს აქვეყნებს

"სავალალოა, რომ მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად და ჯანდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი ლიმიტირებული ვაქცინების ფონზე, სამედიცინო პერსონალში აცრების დონე დაბალია" - აღნიშნულია მიმართვაში.

ახალი, ბრიტანული შტამის 50-მდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული: გამყრელიძე

"თუ ჩვენ, დაახლოებით, ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით მარტს და აპრილს, მაშინ, დიდი ალბათობით, ავცდებით მესამე ტალღას" - ამირან გამყრელიძე.

ქვემო ქართლში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ხვალ მასშტაბური ღონისძიებებით არ აღინიშნება: შოთა რეხვიაშვილი

აღნიშნულის მიზეზად რეხვიაშვილი კოვიდპანდემიას ასახელებს და ამბობს, რომ რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობა ამით მაღალ სახელმწიფოებრივ მიდგომასა და სამოქალაქო შეგნებას იჩენენ.

პანდემიის გამო, გერმანია საფრანგეთთან სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

გერმანიის ხელისუფლების შეშფოთება მას შემდეგ გაიზარდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში, მოზელის რეგიონში, კოვიდ-19-ის შესაძლო ახალი ვარიანტები არმოაჩინეს.