"დღიური აცრის მაჩვენებელი არის 3-4 ათასი. ასეთი რაღაცის წარმოდგენაც კი კოშმარია, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, რას ფიქრობენ მათი ოჯახის წევრები, ვისაც ასაკოვანი ადამიანები ჰყავთ და არ ცრიან? წირავენ სასიკვდილოდ" - ამბობს ცერცვაძე.
კვლევამ აჩვენა, რომ აცრიდან ერთი კვირის შემდეგ 10-ჯერ მეტი ანტისხეულები ჰქონდათ მათ, ვინც ბუსტერი გაიკეთა, ხოლო 10-ჯერ ნაკლები მათ, ვინც მეორე დოზით აიცრა.