LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსის პრეზიდენტი

კვიპროსის პრეზიდენტის პატივსაცემად სალომე ზურაბიშვილის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე დაესწრო

კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისისა და პირველი ლედის ანდრი ანასტასიადისის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალურ ვახშამს, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ.

ირაკლი კობახიძე კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადესს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადესს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნიკოს ანასტასიადესის ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი და ისტორიული ვიზიტია საქართველოში.