ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია“ მსოფლიო პრემიერა 9 სექტემბერს ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება. ფილმი ფესტივალის Venezia Spotlight სექციაშია წარმოდგენილი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ლევან კოღუაშვილის ფილმს, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე - „ოსკარი“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში საქართველოს კანდიდატ ფილმად წარადგენს.