LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგთიკომი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირება შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია “მაგთიკომს” 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მიიღეს. მათივე ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ შპს “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს. აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა“ გაითვალისწინა, გამომდინარე იქედან, რომ „მაგთიკომმა“ თავის გადაწყევტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება გაუჩერა.

კომუნიკაციების კომისია “მაგთიკომსა” და “სილქნეტს” მიმართავს, საკითხის შესწავლამდე, ტარიფების ცვლილება შეაჩერონ

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე აბონენტებისთვის ტარიფის გაზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს.