LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ჩხიკვაძე

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე გათავისუფლდნენ – სუსი

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს ხუთი წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა

აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.

„წითელმა ჯვარმა“ ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მოინახულა

ორგანიზაციის განცხადებით, კომიტეტმა მოინახულა მამუკა ჩხიკვაძე, ვალერი კანიაშვილი და კახაბერ ნათაძე. მათ ოჯახებიდან გაგზავნილი წერილები გადასცეს.

ყოფილმა ჯარისკაცებმა ცხინვალში დაპატიმრებული მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით გორში აქცია გამართეს

აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ ოფისთან მსვლელობით გადაინაცვლეს და ხელმძღვანელობისგან მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ, თუმცა მათ არავინ გამოხმაურებია.