„იმდენად განვიცდი, რომ ჩემი სტუდენტი საპატიმროში დარჩა და მე გარეთ ვარ, ძალიან ცუდად ვარ, გული მტკივა, ნეტავ, მე ვიყო იქ და ის იყოს გარეთ“ – გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი
დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 9 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და 3 სტუდენტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვა.
