„დათო ევგენიძე რომ დიდი მუსიკოსია და ჩვენ ყველას რომ ძალიან გვიყვარს, ეს სხვა არის, მაგრამ მე როგორ მიმიღებს მაყურებელი მასთან კოლაბორაციაში, ეს არის ჩემთვის ძალიან საინტერესო…“ – მარი მამისმედიშვილი
რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მარი მამისმედიშვილი სტუმრობდა. მომღერალმა ახალ მუსიკალურ ნამუშევრებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს დათო ევგენიძესთან დუეტი - „თოვს, ისევ თოვს“ წარუდგინა.
