LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლი

პუტინს მარიუპოლის და ოდესის აღება სურს, რათა შემდგომ ევროპას საფრთხე შეუქმნას – პუტინი მიდის ყველაფერზე. აგონიაშია, არ ელოდა ასეთ წინააღმდეგობას: ლევან ანთია

საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა ლევან ანთიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სტრატეგიასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

„ორი დღე ჯოჯოხეთი გადავიტანეთ, არმაგედონი, რომელიც რუსულ–ფაშისტურმა ჯარებმა მოაწყვეს“– მარიუპოლში კრიტიკული ვითარებაა, ქალაქი ყოველ ნახევარ საათში იბომბება

„ყოველ 30 წუთში რუსული ავიაცია შედიოდა ქალაქ მარიუპოლში, მუშაობდა საცხოვრებელ ადგილებში, კლავდა სამოქალაქო პირებს, მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს. ეს არის დღეს რუსული ჯარის სიდიადე? ეს არის ცინიზმი.“ - განაცხადა ქალაქის მერმა.

ხომ გიყვართ მდიდრული ცხოვრება? – დაემშვიდობეთ, აღარ გექნებათ! ეს მხოლოდ დასაწყისია: ზელენსკი რუს პროპაგანდისტებს

"თქვენ აუცილებლად გაგებინებენ პასუხს საომარ მოქმედებებში თანამონაწილეობისათვის. ეს აუცილებლად მოხდება, შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებიც შეგიძულებენ" - აცხადებს ზელენსკი.

“სამწუხაროდ, ისტორია განმეორდა” – ბლინკენი მარიუპოლში მომხდარ თავდასხმას ლენინგრადის ბლოკადას ადარებს

ბლინკენი სოციალურ ქსელში თვალსაჩინოებისთვის 1942 წლისა და 2022 წლის ორ ფოტოს აქვეყნებს.