LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლი

ქოლერით და სხვა ინფექციური დაავადებებით მარიუპოლში წლის ბოლომდე, შეიძლება, 10 ათასი ადამიანი დაიღუპოს: ქალაქის მერი

ვადიმ ბოიჩენკო მოუწოდებს წითელი ჯვრის მისიებს და გაეროს - სანამ ძალიან გვიან არ იქნება, მოაწყონ მწვანე დერეფნები ქალაქიდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციის დასაწყებად. მერის ინფორმაციით, მარიუპოლში 100 000-ზე მეტი მოსახლე რჩება.

მარიუპოლში თითქმის ყველა დანგრეული შენობის ქვეშ 100-მდე ცხედარია, ოკუპანტებს ცხედრები ნანგრევებთან ერთად გააქვთ: მარიუპოლის მერი

"მარიუპოლში 1 300 მრავალსართულიანი შენობა დაინგრა. ისინი არც კი ცდილობენ ცხედრების ამოყვანას, ამიტომ ქალაქში დაღუპულთა რეალური რიცხვი, სამწუხაროდ, შესაძლოა გაცილებით მაღალი აღმოჩნდეს" - ამბობს ვადიმ ბოიჩენკო.

ოკუპანტები მარიუპოლში „რუსეთის დღის“ აღნიშვნას გეგმავენ და ბავშვებს აიძულებენ რუსეთისა და „ახალგაზრდა რესპუბლიკების ჰიმნი“ იმღერონ

რუსმა დამპყრობლებმა მასწავლებლებს, საბავშვო ცენტრებისა და საბავშვო ბაღების მუშაკებს დაავალეს, გააკეთონ ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბავშვები სპეციალურად ამ დღისთვის რუსეთისა და „ახალგაზრდა რესპუბლიკების ჰიმნს“ იმღერებენ.

ოკუპირებულ მარიუპოლში ქოლერას ეპიდემიის პირველი ფაზა, ფაქტობრივად, დაიწყო, წესდება საკარანტინო რეჟიმი: მარიუპოლის მერის მრჩევლი

"ჩვეულებრივ, ივნისის დასაწყისში ზღვაში ბუნებრივად ჩნდება ქოლერას ბაცილი, ეს ნორმალურია მარიუპოლისთვის, აზოვის ზღვისთვის, მაგრამ არა ნორმალური ასეთ პირობებში" - აცხადებს პეტრო ანდრიუშენკო.