„აშშ 74%-იან წილს მიიღებს, ხოლო სომხეთი 26%-იან წილს“ – ცნობილი ხდება „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები
13 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრის შემდეგ პროექტის - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი წარადგინეს.
