პეტრე ცისკარიშვილი: „მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის „შიშს რომ დიდი თვალები აქვს“ ამის გამოვლინება, ამ რეჟიმს სააკაშვილის საქართველოში თავისუფლებაზე ყოფნის ყველაზე მეტად ეშინია“
დღეს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. განაჩენი 17 მარტს გამოცხადდება.
