LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკოლაევი

საჰაერო განგაშის სიგნალი ყველა ოლქში ისმის, ოკუპანტებმა მიკოლაევის, ხერსონის, ხარკოვისა და კიევის მიმართულებით 10 სარაკეტო და 58 ავიაიერიში განახორციელეს – ბოლო ცნობები უკრაინიდან

უკრანასკნელი ცნობებით, მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა. მედიის ცნობით, დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაშის სიგნალი 06:26 საათიდან გრძელდება.

„რუსებმა მიკოლაევი S-300 რაკეტებით დაბომბეს – მაშველებმა 11 წლის ბავშვი გამოიყვანეს, რომელიც ნანგრევებში 6 საათს იმყოფებოდა“: გუბერნატორი

„მაშველები კიდევ 7 ადამიანს ეძებენ.“– განაცხადა ვიტალი კიმმა და დასძინა, რუსებმა მიკოლაევს S-300 ტიპის 8 რაკეტა ესროლეს.