„ხალხს რომ ვახსოვარ ბედნიერებაა… მადლობელი ვარ, რომ ასეთი ცხოვრება მაჩუქა ღმერთმა… დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი ადამიანი მაკლია… რამდენი არასასიამოვნო მომენტი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მთლიანობაში რომ დავფიქრდე, კარგი ბედის ადამიანი ვარ“ – განუმეორებელი ნანი ბრეგვაძე იუბილარია
ყველასთვის საყვარელ მომღერალს დაბადების დღე პირდაპირ ეთერში მიულოცა რადიო „ფორტუნამ“.
