შსს-ის ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ახალგაზრდებმა ნარკოტიკული საშუალება თავადაც მოიხმარეს, რის შემდეგაც 19 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ზედოზირებით დაიღუპა, 20 წლის გოგოს კი, რომელიც სამართალდამცველებმა 2 მარტს დააკავეს, ბრალი უკვე წაუყენეს.
გამოძიების ვერსიით, პირველ მარტს, ორმა პირმა პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანა და მდინარის პირას ე.წ. „ლოკაციებზე“ გასაღების მიზნით განათავსა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და ისრაელის მოქალაქეები.