„ნიკუშიკო, დღეს შენ სრულწლოვანებას მიაღწიე.. მახსოვს, როგორ გამომეტირებოდი ხოლმე დილაობით, როცა სამსახურში მივდიოდი.. მინდა ბოდიში მოგიხადო.. ახლა დიდი ბიჭი ხარ და იქით გეკითხები რჩევებს“ – მიხეილ სააკაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს
„ბევრისგან მსმენია, რომ ჩემი ზუსტი ასლი ხარ. სინამდვილეში დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემზე ბევრად მეტს მიაღწევ და გააოცებ მსოფლიოს შენი სასარგებლო საქმეებით.“
