დღეს ოჯახი ასევე შეიკრიბა ნოდარ დუმბაძის საფლავზე მისი ხსოვნის პატივსაცემად.
„ნოდარ დუმბაძე ადამიანთა იმ იშვიათ მოდგმას ეკუთვნის, რომელთა სულშიც პირადი ტკივილი სხვებისათვის შვების მოტანის ცხოველმყოფელ წყურვილს აღვიძებს“ - სწორედ ამ სიტყვებით დაახასიათა კრიტიკოსმა და ლიტერატურათმცოდნემ გურამ ასათიანმა ნოდარ დუმბაძე, რომელმაც ერთის მხრივ, კოლორიტული იუმორით და თვითმყოფადი პერსონაჟებით, მეორეს მხრივ, არაჩვეულებრივი სიუჟეტებით და მეტად სიღრმისეული ფილოსოფიით გაამდიდრა თანამედროვე ქართული ლიტერატურა.
ახმეტელის თეატრში „თეთრი ბაირაღების“ პრემიერა შედგა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „თეთრი ბაირაღების“ ჩვენებას დაესწრო