ვიდეო: „დღეს ჩემი დაბადების დღეა! მე და ანასტასია პირველი კლასიდან ერთ მერხზე ვისხედით, ახლა ჩვენი საოცარი ქვეყნისთვის ვიბრძვით, აქაც ერთად!“ – ნუცა თოფურია საკუთარ იუბილეს აქციაზე შეხვდა
მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, მომღერალმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, დაბადების დღის გრანდიოზულად გადახდა, როგორც ეს თავად ჰქონდა დაგეგმილი, გადაიფიქრა.
