„ახალგაზრდა ქალი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მას აიძულეს გაუპატიურების შესახებ ესაუბრა კაცი პოლიციელების წინაშე“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.
როგორც „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქალისთვის ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ და პოლიციას არც დამნაშავე დაუკავებია.