LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე

„ქართველი ხალხის ძალისხმევამ, 40-დღიანმა აქციებმა შედეგი გამოიღო – აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს, რომ რეჟიმი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას, ხელისუფლებას ჩამოაშოროს“ – პაატა მანჯგალაძე

ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მეორედ დაინიცირებულ „მეგობარ აქტს“.

„არ შეიძლება საქართველო იყოს ღარიბი, შეშინებული, დათრგუნული, დაქუცმაცებული, ამიტომ, ჩვენი ერთიანობა, სიმრავლე გადამწყვეტია მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც“ – პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძის განცხადებით, დღეს დაგეგმილ „პროევროპულ მარშზე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გავიდეს, რადგან ერთმანეთის პოზიტიური ენერგიით, გამარჯვების რწმენით აივსონ“.