LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი

პარლამენტის აპარატი აცხადებს, რომ შენობაზე რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოები არ იგეგმება

"მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

“უტიფარი ხარ”, “სიმართლე მწარეა” – სიტყვიერი დაპირისპირება ღუდუშაურსა და ხაზარაძეს შორის

ხმაური გამოიწვია ღუდუშაურის სიტყვით გამოსვლამ, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, რეჟიმის უკანონო ქმედებებზე და ქონების უკანონოდ დათმობის საქმეებზე საუბრობდა.

ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტებზე, DRI პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს

"სახეზეა სახელმწიფო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც კანონმდებლობის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს" - აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.

ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე სანქციები იზრდება და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. ნაცვლად 1 000 ლარის ჯარიმისა.

პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო ორგანო 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტს მესამე მოსმენით უყრის კენჭს.